ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

 

პარასკევს 2 ოქტომბერს ჩატარდა ონლაინ ტრენინგი თემაზე - კვლევის შედეგების ანალიზისა და სტატიის მომზადების ასპექტები იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოსაქვეყნებლად.
ტრენინგი ჩატარდა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრისა და ხარისხის მართვის სამსახურის ორგანიზებით.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა, პროფესორმა დავით ძნელაძემ ამომწურავად ისაუბრა სამეცნიერო სტატიების მომზადებისა და იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნების სირთულეებსა და მათი დაძლევის გზებზე.
ორგანიზატორებმა უპასუხეს დასმულ შეკითხვებს.

 

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები