ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2020 წლის 26 ოქტომბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა საინტერესო, ეფექტური, მსმენელზე ორიენტირებული, ინტერაქტიული ვებინარი.

 

თემა: "მოტივაციის ძალა" (თვით-განვითარების მნიშვნელობა)

 

ვებინარს უძღვებოდა თამარ კანაშვილი - ტრენერთა ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი; 12+ წლიანი გამოცდილება ტრენინგ ინდუსტრიაში; 500+ ჩატარებული ტრენინგი, მენტორი, ლექტორი; 100-ამდე კომპანიასთან ტრენინგების ჩატარების გამოცდილება; სამოტივაციო წიგნის (" წიგნზე > ") ავტორი.

 

კორონა ვირუსის გლობალური პანდემიის გამო,  ვებინარი ჩატარდა დისტანციური ფორმით, ონლაინ რეჟიმში.ესწრებოდნენ უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი. თამარ კანაშვილმა აუდიტორიას გაუზიარა საკუთარი გამოცდილება, ისაუბრა, რა გამოწვევებთან მოუწია გამკლავება და რომ, მთავარი მოტივაცია მაინც საკუთარ თავში უნდა ვეძებოთ, ჩვენს ფიქრებში, აზრებში, მოქმედებებში; ვიპოვოთ სწორი გზა; გვჯეროდეს საკუთარი თავის და ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს.  

 

თემასთან დაკავშირებით გაიმართა დისკუსია, მონაწილეებმა გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები