ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან.


შეხვედრა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.


უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან.


ამჯერად შეხვედრის თემა იყო: პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები ქვემო ქართლის ბიზნესის და განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესისთვის.


ლევან ჟვანიამ საინტერესოდ ისაუბრა ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე; უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომი შეხვედრა ქვემო ქართლის ტურისტულ ობიექტებზე შედგება.

კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები