ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 

2020 წლის პირველ დეკემბერს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ-საჯარო ლექცია, რომელსაც უძღვებოდა სამოქალაქო განათლების ცენტრის დამფუძნებული, გენოციდის ჰოლოკოსტისა და შეიარაღებული კონფლიქტების სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი ბაქარ მაცაბერიძე. 


საჯარო ლექცია, „გენოციდი,-The Crime of Crimes“, ძირითადად მოიცავდა  საერთაშორისო დანაშაულის ისტორიული განვითარების ეტაპებს, მათ შორის, პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიისა და ნაცისტური გერმანიის მიერ განხორციელებულ დანაშაულებრივ ქმედებებს, რუანდის გენოციდსა და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხს.

ონლაინ შეხვედრამ დიდი ინტერესი გამოიწვია მსმენელთა შორის, დასასრულს გაიმართა დისკუსია და ყველა მონაწილეს დაეგზვანა ორენოვანი სერტიფიკატი.
კომენტარის დამატება
სახელი, გვარი :
ელ. ფოსტა :
კომენტარი :
უკან
 
სასარგებლო ბმულები