14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა
14 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა.
საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცია.
პროფესორმა ვრცლად ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: რელიგიური ტურიზმის ევოლუცია, მომლოცველობის ისტორიული ასპექტები, რელიგიური ტურიზმის გეოგრაფია, რელიგიური ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რელიგიური ტურიზმის სამართლებრივი ასპექტები, რელიგიური ტურიზმი და კულტურა, რელიგიური ტურიზმი სხვადასხვა რელიგიებში, რელიგიური ტურიზმის გავლენა რეგიონის განვითარებაზე, რელიგიური ტურიზმის უნიკალური შესაძლებლობები საქართველოში.
საჯარო ლექციას ესწრებოდნენ თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აკადემიური, მოწვეული, ადმინისტრაციული პერსონალი, სტუდენტები და კურსდამთავრებულები.
მსგავსი სიახლეები
კვლევების მიმართულების გასაუმჯობესებლად გათვალისწინებულ იქნა კვლევების მიმართულებით ბიუჯეტში თანხების მატება 50 000 ლარამდე
თჰუ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 01 სექტემბრის N09 დადგენილებით ცვლილება შევიდა თჰუ 2020 წლის ბიუჯეტში და კ...
ვრცლადბიბლიოთეკის წარმომადგენელის გაცნობითი ხასიათის შეხვედრა პირველკურსელებისთვის
26 ოქტომბერს, 14:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წარმომადგენელი, საბიბლიოთეკო რესურსების გაცნობის მიზნ...
ვრცლადაკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები
შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული ღია...
ვრცლად