ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში 16.12.2018

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ტრენინგებისა და თანამშრომლობის ცენტრში (Technische Universität Berlin, Zentraleinrichtung Wissenschaftliche Weiterbildung und Kooperation). მან მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში ჩატარებულ ვორკშოპებში. კურსი შეეხებოდა სასწავლო პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას; კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ყველა ეტაპის დროულად და ხარისხიანად შესრულება და მისი მონიტორინგი, გუნდური მუშაობის სასურველი მიმართულებით წარმართვა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ასევე - შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფა და სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მათი ერთნაირი წარმატებით გამოყენება. გარდა ამისა, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პროფ. ნონა გელიტაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.

მსგავსი სიახლეები

ონლაინ კონფერენცია: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარება ცირკულარულ ეკონომიკაში 30.03.2021

ონლაინ კონფერენცია: ტურიზმის მენეჯმენტი, სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესის განვითარება ცირკულარულ ეკონომიკაში

ლუცკის ეროვნული ტექნიკური უნივერსიტეტი გიწვევთ პირველ საერთაშორისო ონლაინ კონფერენციაზე: &quo...

ვრცლად
თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო 02.03.2019

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით განაცხადების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის დაფინანსების მიზნით, განაცხადების მიღება და...

ვრცლად