სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში 18.04.2019

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 14 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ტურიზმის პროგრამის მოწვეულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა წიკლაურმა. პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ტურის მიზანი იყო თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრება. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკლდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია. მსგავსი მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 04.07.2019

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური ა...

ვრცლად
თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია 06.06.2021

თჰუ-ში გაიმართა პროფესორ ვახტანგ ჭარაიას ონლაინ საჯარო ლექცია

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით 2021 წლის 5 ივნისს ჩატარდა ონლაინ ლექცია თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის...

ვრცლად
ფონდი EVZ-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსი 24.03.2021

ფონდი EVZ-ის და გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთობლივი კონკურსი

გაცნობებთ, რომ გერმანული ფონდი EVZ (Erinnerung, Verantwortung, Zukunft) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინი...

ვრცლად