სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში
სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 14 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ტურიზმის პროგრამის მოწვეულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა წიკლაურმა. პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ტურის მიზანი იყო თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრება. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკლდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია. მსგავსი მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.
მსგავსი სიახლეები
თჰუს დახმარებით ორსანტიაში ულამაზესი სკვერი–ბიბლიოთეკა მოეწყო
უკვე სამაგრელოში ორსანტიაში სკვერი–სამკითხველო გაიხსნა. ამ პროექტის მიხედვით ოკუპაციის გამყოფ ხაზთან...
ვრცლადსამეცნიერო კონფერენცია სამართლის სპეციალობით
2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტი მართავს სტუდენტთა სამ...
ვრცლადსაგანმანათლებლო პროექტი - უწყვეტი განათლება
საჯარო ლექციათა ციკლი - „სამართალი და კანონმდებლობა“ (II...
ვრცლად