სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში 18.04.2019

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში

სასწავლო-პრაქტიკული ტური არმაზში! თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი დიდ ყურადღებას უთმობს საგანმანათლებლო პროგრამებში პრაქტიკული კომპონენტების ჩართვას და ამით სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. 14 აპრილს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ბიზნესისა და ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისათვის მოეწყო გასვლითი სასწავლო ტური არმაზში. სტუდენტებთან ერთად ტური დაგეგმა და განახორციელა ტურიზმის პროგრამის მოწვეულმა პროფესორმა მაია მელაძემ და ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ ირმა წიკლაურმა. პროექტში მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც. ტურის მიზანი იყო თეორიული სასწავლო მასალის პრაქტიკული ანალიზი, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული მდებარეობის შესწავლა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების მნიშვნელობის გააზრება. სტუდენტებმა მოინახულეს არმაზის ხევის არქეოლოგიური მუზეუმი, სამაროვანი აკლდამები, არმაზის ციხე და არმაზის ღვთისმშობლის სახელობის XII საუკუნის ეკლესია. მსგავსი მარშრუტების დაგეგმვა და განხორციელება სტუდენტებს დაეხმარება პრაქტიკული უნარების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მათ მომავალ პროფესიონალებად ჩამოყალიბებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები

 მანანა მათიაშვილი სტუმრად გადაცემაში "ახალი დღე" 13.10.2023

მანანა მათიაშვილი სტუმრად გადაცემაში "ახალი დღე"

ლიტერატურაში 2023 წლის ნობელის პრემია გადაეცა ნორვეგიელ მწერალ იუნ ფოსეს. ამ ღირსშესანიშნავ ფაქტთან დაკავშირებით თბილისის ჰუმანიტა...

ვრცლად