თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური 10.06.2019

თჰუს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური

2019 წლის 27 მაისს სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ორგანიზებით საქართველოს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოში ლიბანის საპატიო კონსული ანესტას ელ-მური ბატონმა ანესტასმა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობასთან ვიზიტის დროს ინტერესი გამოთქვა საგანმანათლებლო სწავლების პროგრამის გაცნობის თაობაზე. შეხვედრაზე დაისახა სამომავლო პერსპექტივა ურთიერთანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო გეგმების განხორციელების შესახებ.