სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები 12.06.2019

სამართლის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები

2019 წლის 10 ივნისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია თემაზე: "ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორისო დაცვის მექანიზმები".

კონფერენციაზე სამეცნიერო სტატიები წარმოადგინეს როგორც თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის, ასევე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა. კონფერენციის მონაწილეებს გადაეცათ პრიზები და სერტიფიკატები.