Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში 01.11.2019

Erasmus+ საკონტაქტო სემინარი და გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენელთა ვიზიტი თჰუ-ში

-   2019 წლის 30-31 ოქტომბერს ჩატარდა Erasmus+ საქართველოს ეროვნული ოფისის მიერ ორგანიზებული საკონტაქტო სემინარი, რომლის მიზანიც იყო გაცვლითი სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში პირდაპირი კონტაქტების დამყარება ქართველ და ევროპელ პარტნიორებს შორის. სემინარის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 44 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ და ევროპის 11 ქვეყნის (ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია, ლიტვა, პოლონეთი, შვედეთი, თურქეთი) 46 უნივერსიტეტმა. სემინარს საერთო ჯამში უნივერსიტეტების 120-ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. მათ შორის იყვნენ თჰუ-ს წარმომადგენლებიც: საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი - ქეთევან ცერცვაძე, სამართლის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ლიკა ჭიღლაშვილი, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანი - პროფ. ნონა გელიტაშვილი და ამავე ფაკულტეტის კოორდინატორი - ირმა წიკლაური.

-   აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში, 31 ოქტომბერს თჰუ-ს ეწვივნენ გერმანული უნივერსიტეტების წარმომადგენლები: 1) პასაუს უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის ისტორიისა და კულტურის კათედრის ხელძღვანელი - პროფ. თომას ვიუნში (Universität Passau, Prof. Dr. Thomas Wünsch), 2) გისენის იუსტუს-ლიბიგის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე - პროფ. როლფ-ალექსანდერ დიურინგი (Justus-Liebig-University Giessen, Prof. Dr. Rolf-Alexander Düring), 3) აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის ვიცე-პრეზიდენტი პროფ. ჰოლგერ პაშედაგი - Die Technische Hochschule Aschaffenburg, Prof. Dr. Holger Paschedag) და 4) ცვიკაუს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტის საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი - კუმუშაი არზიბაევა (Die Westsächsische Hochschule Zwickau (WHZ), Kumushay Arzybaeva). მხარეებმა ისაუბრეს მათი ამჟამინდელი საქმიანობისა და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივების შესახებ, დასახეს ერთობლივი პროექტების შემუშავებისა და განხორციელების კონკრეტული გზები.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე - პროფესია ეკონომისტი 06.07.2021

საჯარო ლექცია თემაზე - პროფესია ეკონომისტი

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით 29 ივნისს, 17:00 საათზე ჩატარდა საჯარო ლექცია თემაზე "პროფესია ეკონომისტი&quo...

ვრცლად
28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება 24.05.2021

28 მაისს 19:00 საათზე გაიმართება ვებინარი თემაზე - 1918 წლის 26 მაისი: საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადება

გაცნობებთ, რომ ,,სამოქალაქო განათლების ცენტრისა“ და თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის  ორგანიზე...

ვრცლად