
ააიპ სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრთან გაფორმდა ხელშეკრულება
2016 წლის 11 ივნისს შპს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრს“ შორის გაფორმდა იურიდიული კლინიკური განათლების მიღების შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ თბილისის მერიის სამსახურებსა და თბილისის რაიონულ გამგეობებში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სასწავლო-საწარმოო პრაქტიკა გაიარონ. ხელშეკრულების დადებას ესწრებოდნენ თჰუ რექტორი ქ-ნი ვალენტინა საყვარელიძე, პრორექტორი პროფესორი კახი ყურაშვილი, სამართლის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, აგრეთვე ცენტრის მხრიდან, დირექტორი ქ-ნი მარინა ბერაძე, დირექტორის მოადგილე - ავთანდილ ხარატი და ცენტრის პრესცენტრის წარმომადგენელი ქ-ნი ლიზი მეტრეველი. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მხრიდან პრორექტორმა ბატონმა კახი ყურაშვილმა, ხოლო ააიპ „სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურ ცენტრის“ მხრიდან, ცენტრის დირექტორმა ქ-ნა მარინა ბერაძემ. ქ-ნმა მარინამ თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს გააცნო შეთავაზებული პროგრამის მიზნები და ამოცანები, ხოლო ბატონმა ავთანდილმა - პროგრამის დეტალები და პრაქტიკის გავლის პირობები.
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო პროექტი: პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო სადეზინფექციო საშუალებების შედარებითი დახასიათება
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „პლასტმასის მოსახსნელი პროტეზის საბაზისო ს...
ვრცლადIII ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022
ონლაინ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული ინტერდისციპლინური კონფერენცია, 28 მაისი, 2022
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება
გაცნობებთ, რომ ა.წ. 16-19 ნოემბერს საფრანგეთის ლორენის უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიება
ვრცლად