ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან 03.11.2019

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან

2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და საქართველოს 10 უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ლია ჭიღლაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  საერთაშორისო სამართლის სილაბუსის შემუშავების პროცესში  აქტიურად თანამშრომლობდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე. 
ამავე შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია (ავტორები; ალექსანდრე დევიძე გიორგი მირიანაშვილი), რომელიც შემუშავებულია  აღნიშნული სილაბუსის თემატიკის მიხედვით და შეიცავს ამონარიდებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან, სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მუხლებს, სავარჯიშო კაზუსებსა და კითხვებს.
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ბიბლიოთეკასა და  ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

პირველკურსელთა საყურადღებოდ! 01.09.2016

პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 31 აგვისტოდან 09 სექტემბ...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები 29.11.2020

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობ...

ვრცლად