ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან 03.11.2019

ურთიერთგაგების მემორანდუმი ჰამბურგის უნივერსიტეტთან

2019 წლის 25 ოქტომბერს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის მხარდაჭერით ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯსა და საქართველოს უნივერსიტეტებს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის საფუძველზე ჰამბურგის უნივერსიტეტის ევროპის კოლეჯი და საქართველოს 10 უნივერსიტეტი შეთანხმდნენ, რომ განახორციელებენ ერთობლივ პროექტებს ევროკავშირის სამართლის კვლევის მიმართულებით, მათ შორის, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის გაცვლის გზით.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანმა ლია ჭიღლაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ  საერთაშორისო სამართლის სილაბუსის შემუშავების პროცესში  აქტიურად თანამშრომლობდა თჰუ-ს სამართლის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე. 
ამავე შეხვედრაზე გაიმართა ევროკავშირის სამართლის დამხმარე სახელმძღვანელოს  პრეზენტაცია (ავტორები; ალექსანდრე დევიძე გიორგი მირიანაშვილი), რომელიც შემუშავებულია  აღნიშნული სილაბუსის თემატიკის მიხედვით და შეიცავს ამონარიდებს ევროკავშირის მნიშვნელოვანი სასამართლო გადაწყვეტილებებიდან, სადამფუძნებლო ხელშეკრულებების მუხლებს, სავარჯიშო კაზუსებსა და კითხვებს.
წიგნის ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება ჩვენს ბიბლიოთეკასა და  ვებგვერდზე.

მსგავსი სიახლეები

შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში 23.05.2016

შიაულიაის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე თჰუ-ში

2016 წლის  20 აპრილს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა ჩვენი პარტნიორი უნივერსიტეტის...

ვრცლად
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები! 14.05.2018

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიურითანამდებობის...

ვრცლად