ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება 19.12.2019

ტრენინგ-სემინარი: ინკლუზიური სწავლების ახალი მეთოდები და სწავლება

2019 წლის 14 დეკემბერს, თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტისა და სკოლა „ინტელექტ- პლუსის“  ორგანიზებით გაიმართა ინკლუზიური სწავლების ახალ მეთოდებსა და სწავლებაზე ორიენტირებული ტრენინგ-სემინარი. ტრენინგ-სემინარს უძღვებოდნენ ფაკულტეტის დეკანი, დოქტორი,პროფესორი ქ-ნი ირმა ბარბაქაძე და  ფსიქოლოგიის პროგრმის ხელმძღვანელი, დოქტორი, პროფესორი ქ-ნი რუსუდან ესებუა. მოწვეული სტუმრების ჯგუფს ხელმძღვანელობდა სკოლა „ინტელექტ-პლუსის“ დირექტორის მოადგილე, ფსიქოლოგი, ქ-ნი ინგა გუზიტაშვილი. ტრენინგს ესწრებოდნენ ფაკულტეტის ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტები,რომელთაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს ტრენინგის პრაქტიკული ნაწილის ორგანიზებასა და თამაშებში.

მსგავსი სიახლეები