26.12.2019
თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ
2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის გამომცემლობის განყოფილების წარმომადგენლები, რომელთაც თჰუ-ს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს 2019 წლის ახალი გამოცემები. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ბ-ნ ემზარ ჯგერენაიას, გამომცემლობის განყოფილების უფროსს ქ-ნ ლილი საყვარელიძეს და განყოფილების მეცნიერ თანამშრომელს ქ-ნ თეა შუბითძეს ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.
მსგავსი სიახლეები
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!
შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური...
ვრცლად