თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ 26.12.2019

თჰუ-ს ბიბლიოთეკა დასაჩუქრდა ახალი გამოცემებით საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ

2019 წლის 26 დეკემბერს თჰუ-ს ბიბლიოთეკას ესტუმრნენ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის  გამომცემლობის განყოფილების წარმომადგენლები, რომელთაც  თჰუ-ს  უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს   2019 წლის ახალი გამოცემები. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მადლობას უხდის ეროვნული ბიბლიოთეკის, მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორს ბ-ნ  ემზარ ჯგერენაიას, გამომცემლობის განყოფილების უფროსს ქ-ნ ლილი საყვარელიძეს და განყოფილების მეცნიერ თანამშრომელს ქ-ნ თეა შუბითძეს ამ ძვირფასი საჩუქრისთვის.