დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 25.04.2020

დისტანციური სწავლება თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში

ქვეყანაში შექმნილი ახალი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო დაწესებულებები დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა. ელექტრონული სწავლების გამოწვევებსა და პერსპექტივებზე იმსჯელა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და მიიღო გადაწყვეტილება ციფრული Zoom პლატფორმის სარგებლობის შესახებ. 

აღნიშნული პროგრამის გამოყენებასთან დაკავშირებით დაწესებულების თანამშრომლებსა და პროფესორ-მასწავლებლებს  ჩაუტარდათ  შესაბამისი ტრენინგი. 2020 წლის პირველი აპრილიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტი გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე. უნივერსიტეტი გამოთქვამს მზადყოფნას სხვადასხვა სასწავლო აქტივობების ონლაინ განხორციელების თაობაზე.

მსგავსი სიახლეები

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ 11.02.2021

ლატვიის განათლების განვითარების სახელმწიფო სააგენტოს სტიპენდიების შესახებ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში მიმდინარე წლის 29 იანვარს ...

ვრცლად
ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Southwestern Advantage-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან 10.06.2019

ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია Southwestern Advantage-ის წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

2019 წლის პირველ აპრილს ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „Southwestern Advan...

ვრცლად