04.05.2020
სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში!
2020 წლის 2 მაისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა დისტანციურ რეჟიმში გაიმართა.
როგორც ცნობილია, უნივერსიტეტი 16 მარტიდან ახორციელებს ონლაინ სწავლებას. სამართლის ფაკულტეტის საბჭოს წევრებმა იმსჯელეს დისტანციური სწავლების გამოწვევებზე. გამოთქვეს მოსაზრებები საგაზაფხულო სემესტრის შუალედური, დასკვნითი გამოცდების ჩატარებისა და საბაკალავრო ნაშრომების ონლაინ დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
სტუდენტები, რომლებსაც სხვადასხვა გარემოების გამო წვდომა არ აქვთ ინტერნეტთან და ვერ ახერხებენ ონლაინ სწავლების რეჟიმში ჩართვას უნივერსიტეტი მათ შესთავაზებს სწავლების ალტერნატიულ გზას, ინდივიდუალური გეგმით, რათა კანონმდებლობით დადგენილი წესით შეძლონ სასწავლო პროცესის დასრულება გონივრულ ვადაში.
მსგავსი სიახლეები
პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით!
პირველკურსელთა საყურადღებოდ! დაიწყო რეგისტრაცია ექსკურსიასთან დაკავშირებით! დაინტერესებულმა პირებმა დეტალე...
ვრცლადთჰუში ონლაინ სწავლება იწყება 21 სექტემბრიდან!
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრი დისტანციური ფორმი...
ვრცლად