საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში 08.07.2020

საუნივერსიტეტთაშორისო ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში

2020 წლის 8 ივლისს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ჩატარდა სტუდენტთა საუნივერსიტეტთაშორისო  ონლაინ სამეცნიერო კონფერენცია, თემაზე: „სამართლის აქტუალური საკითხები პანდემიის პირობებში“.

 

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებმა როგორც თბილისის, ისე რეგიონალური უნივერსიტეტებიდან. 
 
სტუდენტებმა იმსჯელეს სამართლის  აქტუალურ საკითხებზე „COVID-19-ის“ პირობებში. მომხსენებელთა შორის გაიმართა საინტერესო დისკუსია სხვადასხვა თემატიკასთან დაკავშირებით.    
 
სამეცნიერო კონფერენციას უძღვებოდა კომპეტენტური ჟიური. ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით გამოვლინდა  გამარჯვებულები, რომლებსაც გადაეცათ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები. რეცენზირებული ნაშრომები უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება სამეცნიერო კონფერენციის მოხსენებათა კრებულში.

მსგავსი სიახლეები