სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 09.07.2020

სტუდენტური ონლაინ კონფერენცია ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 8 ივლისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევითი ცენტრის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური ონლაინ კონფერენცია თემაზე: „ეკონომიკისა და ბიზნესის პრობლემები და გამოწვევები კოვიდ პანდემიის ფონზე“.კონფერენციის სამუშაო ენა: ქართული და რუსული. 


კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებმა, რომელთაც წარმოადგინეს საკუთარი მოსაზრებები ადგილობრივი და საერთაშორისო ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში აქტუალური პრობლემების/გამოწვევების, არსებული ტენდენციებისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ. 


თბილისის გარდა, სტუდენტები კონფერენციის მუშაობაში ჩაერთვნენ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან, ასევე აზერბაიჯანიდან და ყაზახეთიდან.

თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემის გარშემო. ყველა მონაწილეს გადაეცემა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

მსგავსი სიახლეები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II დალოცა სტუდენტები 14.03.2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია II დალოცა სტუდენტები

10 მარტს მოეწყო მსვლელობა ავლაბრის მეტროდან სამების დიდ საკათედრო ტაძრამდე სადაც სრულიად საქართველოს კათოლ...

ვრცლად
სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ! 02.03.2020

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საყურადღებოდ!

ვრცლად