საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე 02.08.2020

საბაკალავრო ნაშრომების დაცვა ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე

2020 წლის 30 და 31 ივლისს, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტზე, შედგა საბაკალავრო ნაშრომების დაცვა. ნაშრომების წარმოდგენა მოხდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით. დაცვაზე წარმოდგენილი იყო ქართულენოვანი და რუსულენოვანი საბაკალავრო ნაშრომები, რომელთაც საჯარო დაცვამდე  ყველა სავალდებულო პროცედურა გაიარეს. კომისიის წევრებმა შეაფასეს ნამუშევრების შესრულების ხარისხი, საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის პერიოდში სტუდენტების მიერ შეძენილი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, მათ მიერ შესრულებული ნაშრომების კომისიისადმი წარდგენისა და პრეზენტირების უნარები. დასასრულს, ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა კურსდამთავრებულებს მიულოცა სწავლის დასრულება და ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხის მინიჭება.

მსგავსი სიახლეები

შიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა 10.04.2021

შიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“...

ვრცლად
2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს 03.08.2018

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს

2018 - 2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი იწყება 10 სექტემბერს.

ვრცლად