ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან
2020 წლის 4 ნოემბერს, ოთხშაბათს, 13:00 საათზე, თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრისა და ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა ქვემო ქართლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის სამსახურის უფროს - ლევან ჟვანიასთან.
შეხვედრა ჩატარდა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის მეშვეობით.
უნივერსიტეტს ხანგრძლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობის ისტორია აქვს ქვემო ქართლის ადმინისტრაციასთან.
ამჯერად შეხვედრის თემა იყო: პანდემიით გამოწვეული პრობლემები და გამოწვევები ქვემო ქართლის ბიზნესის და განსაკუთრებით ტურისტული ბიზნესისთვის.
ლევან ჟვანიამ საინტერესოდ ისაუბრა ქვემო ქართლის ტურისტულ პოტენციალზე, პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე; უპასუხა პროფესორებისა და სტუდენტების დასმულ შეკითხვებს, იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება და შემდგომი შეხვედრა ქვემო ქართლის ტურისტულ ობიექტებზე შედგება.
მსგავსი სიახლეები
პროექტი - ჩემი პროფესია პრაქტიკაში - თემა: ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან
2019 წლის 6 აპრილს 13:00 სთ-ზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახურის ინიციატივით უნი...
ვრცლად