ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი 13.11.2020

ონლაინ ტრენინგი: როგორ შევქმნათ Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ის პროფილი

2020 წლის 11 ნოემბერს, ოთხშაბათს, 21:00 საათზე, უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ შეხვედრა აკადემიური პერსონალის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების, პრობლემების გამოვლენისა და აღმოფხვრის მიზნით.


შეხვედრას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტის წარმომადგენელი. განხილული იქნა სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის განვითარების შესაძლებლობები. პროფესორებს კიდევ ერთხელ მიეწოდათ ინფორმაცია, რომ უნივერსიტეტი მზად არის დაეხმაროს სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებაში.


პრაქტიკულ მაგალითებზე დაყრდნობით განხილული იქნა Scopus-ის, Web of Science-ის, Google Scholar-ისა და ResearchGate-ის პროფილის შექმნისა და გამოყენების თავისებურებები.შეხვედრისა და ტრენინგის მასალები ელფოსტის საშუალებით გაზიარებულია ყველა პროფესორ-მასწავლებელთან.

მსგავსი სიახლეები