ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე 19.11.2020

ონლაინ ლექცია: საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე

2020 წლის 18 ნოემბერს, ოთხშაბათს, 18:00 საათზე, უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა ონლაინ ლექცია: „საქართველოს სასტუმრო ინდუსტრიის პრობლემები და გამოწვევები პანდემიის ფონზე“. 

ლექცია ჩაატარა „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა შალვა ალავერდაშვილმა ონლაინ პლატფორმა Google Meet-ის საშუალებით.

შალვა ალავერდაშვილმა მიმოიხილა სასტუმრო ბიზნესის წინაშე არსებული პრობლემები და იმედი გამოთქვა, რომ პანდემიის დამარცხებისთანავე ინდუსტრია მოახერხებს ფეხზე დადგომას. 

შეხვედრა საინტერესოდ და დინამიურად მიმდინარეობდა. ონლაინ ლექციის მსვლელობისას შალვა ალავერდაშვილი პასუხობდა ლექციაზე დამსწრე სტუდენტებისა და პროფესორების შეკითხვებს. მან მზადყოფნა გამოხატა დაეხმაროს უნივერსიტეტს სასწავლო პროგრამების განვითარებასა თუ სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა დასაქმებაში.

მსგავსი სიახლეები

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს 16.05.2022

სტუდენტების შეკითხვა მოსამართლეს

მოსამართლის დღესთან დაკავშირებით,

ვრცლად
სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა 26.11.2022

სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობა

  თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის 28 ნოემბერს 14:00 საათზე  &nbs...

ვრცლად
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ! 30.08.2019

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა საყურადღებოდ!

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის პირველკურსელთა რეგისტრაცია იწარმოებს 02 სექტემბრიდან 10 სექტე...

ვრცლად