ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დამტკიცებულია!
სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თჰუ-ს მიერ წარდგენილი ტურიზმისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამები დაამტკიცა! სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 25 აგვისტოს სხდომაზე ერთხმად იქნა მიღებული გადაწყვეტილებები თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის მიერ წარდგენილი ტურიზმის საბაკალავრო პროგრამისა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე. ტურიზმისა და ფსიქოლოგიის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამებზე მიღება დაიწყება 2017 წლიდან.
მსგავსი სიახლეები
ონლაინ სემინარი თემაზე - ფსიქოლოგია და მშობელთა მხარდაჭერის პოტენციალი
IYNI Training Programmes & Support ორგანიზებით, 2021 წლის 15 ივნისს, ჩატარდა ონლაინ სემინარი თემაზე: „ფსიქოლოგია და მშობელთა მხა...
ვრცლადპროექტი „ჩემი პროფესია პრაქტიკაში“ - თემა: „ჯანდაცვა ყველასთვის და ყველგან“
2019 წლის 6 აპრილს 13:00 სთ-ზე სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური გეგმავს სტუდენტე...
ვრცლად