კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში! 16.12.2016

კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თჰუ-ში!

2016 წლის 8-11 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საქართველოს სხვადასხვა უნივერისტეტის ინგლისური ენის პროფესორ-მასწავლებელთათვის ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი თემაზე 'Creative Teachers, Creative Classroom”. ტრენინგს უძღვებოდა დიდი ბრიტანეთიდან მოწვეული სამეფო აკადემიის პროფესორი ჯასტინ პოტერი, რომელმაც ტრენინგის მონაწილეებს  ბოლო დღეს საზეიმო ვითარებაში გადასცა საერთაშორისო სერტიფიკატები.