საქართველოს ბიბლიოთეკების  ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი  სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება... 31.08.2022

საქართველოს ბიბლიოთეკების ინტეგრირებული ქსელის კონსორციუმი სამეცნიერო ჟურნალების პროექტი გრძელდება...

 

31 აგვისტოს 12 საათზე ამეცნიერო ჟურნალების პროექტის ფარგლებში ჩატარდება ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა „DOAJ: სამეცნიერო ჟურნალების ინდექსაცია“. შეხვედრა დეტალურად შეეხება ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალების ბაზას DOAJ (Directory of Open Access Journals) რომელიც აერთიანებს 18.000 ჟურნალს მთელი მსოფლიოს მასშტაბით და მონაწილეებს გააცნობს ბაზაში ჟურნალის ინდექსირების კრიტერიუმებსა და პროცედურას. შეხვედრის ხანგრძლივობაა 2 საათი.

შეხვედრას გაუძღვება DOAJ-ის წარმომადგენელი საქართველოში - ნათია გაბედავა. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

https://us02web.zoom.us/j/89971085518

აქვე, გაცნობებთ რომ პირველ და ორ სექტემბერს დაგეგმილია OJS (Open Journal Systems) ტრენინგი 4 ნაკადად.

თითოეულ დღეს ჩატარდება ორი ერთსაათიანი ტრენინგი სხვადასხვა დროს: 12 საათზე და 3 საათზე. შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის მოსახერხებელი დრო და დაესწროთ.

ტრენინგი განკუთვნილია იმ ჟურნალებისთვის, რომელთაც სურთ ისწავლონ პლატფორმაზე openjournals.ge ჟურნალების ადმინისტრირება, ახალი და საარქივო ნომრებისა და სტატიების ატვირთვა, რათა სამომავლოდ, დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ჟურნალების გვერდები.

ტრენინგს გაუძღვება ნატალი გიორგობიანიopenjournals.ge-ის ადმინისტრატორი. შეხვედრა ჩატარდება zoom პლატფორმაზე.

 https://us02web.zoom.us/j/89971085518

მსგავსი სიახლეები

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის! 15.08.2024

ორდღიანი ტრენინგი ჯანდაცვის ფაკულტეტის აკადემიური და მოწვეული პერსონალისთვის!

 „სწავლების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“   „შეფასების თანამედროვე მეთოდები სამედიცინო განათლებაში“...

ვრცლად
ძვირფასო სტუდენტებო, 2019-2020 სასწავლო წელი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 2019 წლის 23 სექტემბერს! 30.08.2019

ძვირფასო სტუდენტებო, 2019-2020 სასწავლო წელი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 2019 წლის 23 სექტემბერს!

ძვირფასო სტუდენტებო, 2019-2020 სასწავლო წელი თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში იწყება 2019 წლის...

ვრცლად