წლის საუკეთესო მიღწევა 09.11.2022

წლის საუკეთესო მიღწევა

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა 2022 წლის 13-14 დეკემბერს  საქართველოს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებისა  და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის ატარებს რიგით მეხუთე შეხვედრას თემაზე - „წლის საუკეთესო მიღწევა“. 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ პრეზენტაცია 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული მხოლოდ ერთი მნიშვნელოვანი მიღწევის შესახებ, რასაც ისინი განსაკუთრებულად მიიჩნევენ. (ფაკულტეტიდან მხოლოდ ერთი პრეზენტაცია/ 10 სლაიდში შესაძლებელია მიმართულებების მიხედვით მიღწევების გაერთიანება! )

ღონისძიება ტარდება  საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით!  

შეხვედრის მიზანია, ერთ სივრცეში გააერთიანოს სამეცნიერო და საგანმანათლებო დაწესებულების  წარმომადგენლები და ამით საფუძველი ჩაუყაროს    ერთობლივი სამეცნიერო პროექტების დაგეგმვას და განხორციელებას.

მონაწილეობის მიღებისთვის აუცილებელია რეგისტაციის გავლა ბმულზე: 

https://bit.ly/3zxw6Le

თქვენ მიერ მოწოდებული პრეზენტაცია უცვლელად  განთავსდება ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის მიერ შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში. ანალოგიური   2016, 2017, 2018, 2021 წლების  წლიური ანგარიშები და მიღწევების ელ. ჟურნალების ბმულებია:

https://bit.ly/2ZaiyGq  
https://bit.ly/3FBNhfg
https://bit.ly/3CKiI4V  

https://bit.ly/3h2uv9S

მონაწილეობის მსურველებმა გთხოვთ,  2022 წლის 1 დეკემბრის ჩათვლით მოგვაწოდეთ თქვენი პრეზენტაციის ელ.ვერსია. მასალა უნდა იყოს pdf. ფორმატში, არაუმეტეს  10 სლაიდისა, სადაც პირველ  სლაიდზე განთავსდება ინფორმაცია ორგანიზაციის შესახებ და ასევე  სათაური წლის საუკეთესო მიღწევის.

ხოლო ბოლო ერთ სლაიდზე - ორგანიზაციის რეკვიზიტები და  საკონტაქტო ინფორმაცია.

გთხოვთ, გაეცნოთ პრეზენტაციის რეგლამენტს:

  • 10 წუთი პრეზენტაციის წარდგენა;
  • 5 წუთი კითხვა- პასუხი.

ღონისძიების რეგლამენტის დაცვა სავალდებულოა!
პრეზენტაციის წარდგენა შეუძლია ორგანიზაციის ნებისმიერ თანამშრომელს.
ღონისძიებაში  მონაწილეთა რიგითობა განისაზღვრება მოწოდებული ინფორმაციის თანმიმდევრობის მიხედვით.

 

მსგავსი სიახლეები

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში 16.10.2020

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში

21 ოქტომბრიდან იწყება სალექციო კურსი, თემაზე - „კაზუსის ამოხსნის მეთოდიკა სამოქალაქო სამართალში&ldqu...

ვრცლად
2018 წლის 18-19 ოქტომბერს გაიმართება Dentsplay Sirona-ს სალექციო-პრაქტიკული კურსი „რესტავრაციის პრობლემების გადაწყვეტა“, ლექტორი- ვოლტერ დიასს 17.10.2018
საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში! 13.06.2019

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

საინტერესო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში!

ვრცლად