ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!

2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!

კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი სახელწოდებით თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიები და უსაფრთხოება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 80 (მათ შორის თჰუდან 5-6) სტუდენტის საზაფხულო ბანაკში წაყვანა, სადაც ისინი საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნას გაიღრმავებენ.ბანაკში მონაწილეები შეირჩევა საქართველოს უმაღლესი სასწავლებლის ინფორმატიკის, ინჟინერიის, ეკონომიკისა, ჟურნალისტიკის, ბიზნესის და სამართლის სპეციალობებიდან.

 
თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს სერტიფიკატები გადაეცათ

თბილისის მერიის სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალურმა ცენტრმა თჰუ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებს, რომლებმაც იურიდიული პრაქტიკა პროექტის - „ჩემი ადვოკატი“ ფარგლებში გაიარეს, სერტიფიკატები გადასცა.

 
თჰუ ულოცავს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს

თჰუ ულოცავს სამართლის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა დაამთავრეს. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი მათ კარიერულ წინსვლას და წარმატებებს უსურვებს და იმედოვნებს რომ ბაკალავრები თავიანთი პროფესიის განვითარებაში საკუთარი წვლილის შეტანას ყველაზე აქტიურად სწორედ ახლა შეუდგებიან.

 
თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი

გაცნობებთ, რომ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში, სამართლის ფაკულტეტის იურიდიული კლინიკის ორგანიზებით 2018 წლის 29 ივნისს 18.00 საათზე სამართლის ფაკულტეტის სტუდენტების მონაწილეობით გაიმართა იმიტირებული სასამართლო პროცესი. სასამართლო პროცესზე განსახილველი სამოქალაქო საქმე შეეხo შემდეგ საკითხებს: სამკვიდრო ქონება, სამკვიდროს მიღება, კანონით მემკვიდრეობა, სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლება, ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა, ქონების კეთილსინდისიერად შეძენა, ნოტარიუსის უფლებამოსილებასთან დაკავშირებული საკითხები სამკვიდრო საქმის წარმოების დროს. წარმატებულ პროფესიულ საქმიანობას გისურვებთ!!!

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

 
საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საზაფხულო სკოლა - კონსტიტუციური და ადამიანის უფლებათა სამართალი

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში" (EWMI/PROLoG) ფინანსური მონაწილეობით და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტთან თანაშრომლობით იწვევს იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს საზაფხულო სკოლის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 
აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები:

 
 აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები!

შპს "თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის" მიერ ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული ღია კონკურსის შედეგები:

 
თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა  (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

თჰუში ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“

25 მაისს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე: „აღმოსავლეთ პარტნიორობა (Eastern Partnership - EaP) და ბიზნესის განვითარების პერსპექტივები კავკასიის რეგიონში“ ("Eastern Partnership - EaP and Business Development Perspectives in the Caucasus Region"). კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ბაკალავრიატის საფეხურის ქართული და რუსული პროგრამების მე-2, მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებმა. კონფერენციის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვეს: ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა - პროფ. ნონა გელიტაშვილმა, ასევე მოწვეულმა სტუმარმა - ორგანიზაცია ProActive Group Georgia-ს ხელმძღვანელმა, „ახალგაზრდა ევროპელმა ელჩმა“ - გიორგი აგირბაიამ. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები შეეხებოდა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების - საქართველოს, აზერბაიჯანის, მოლდოვას - ეკონომიკურ მდგომარეობასა და ბიზნესის განვითარებას, ევროკავშირის მიერ ამ ქვეყნებში განხორცილებულ და დაგეგმილ პროექტებს. თითოეული გამომსვლელის შემდეგ გაიმართა დისკუსია განხილული თემების გარშემო. კონფერენციის ბოლოს, ჟიურიმ შეარჩია 3 საუკეთესო პრეზენტატორი, რომლებიც დასაჩუქრდნენ „ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის“ მიერ გადმოცემული წიგნებით. ყველა მონაწილეს გადაეცა კონფერენციაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატი. კონფერენციისთვის მომზადებული მოხსენებები გამოიცემა კრებულის სახით.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები