ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

განცხადებები
 
სიახლეები
 
2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!

2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!

2019 წლის 19 თებერვალს 11 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა, დასწრება სავალდებულოა. სხდომაზე განხილულ იქნება შემდეგი საკითხები: 1. საერთაშორისო სისხლის სამართლის ინსტიტუტის დაფუძნება; 2. სამართლის სამეცნიერო კონფერენციასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა; 3. 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემსტრის საგნების განაწილების საკითხი; 4. აკრედიტაციის შემდგომი რეკომენდაციების გათვალისწინების მიზნით ღოინისძიებების დაგეგმვა.

 
ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!

ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!

ძვირფასო სტუდენტებო, 2018-2019 სასწავლო წლის საგაზაფხულო სემესტრი იწყება 25 თებერვლიდან!

 
თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში

თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად ჩართული არის გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის (GIZ) პროგრამის – „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ პროექტში, რომლის მიზნიცაა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად მართლმსაჯულების ადმინისტრირების სისტემის გაუმჯობესება, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს გაძლიერება. კერძო და ადმინისტრაციული სამართლის სისტემების განვითარების სტრატეგიების, სამართლის ცალკეული სფეროების, სამართლებრივი კონსულტაციისა და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების გზით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოება. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერისტეტის სახელით "ევროკავშირის სამართლის სილაბუსების მომზადების პროექტში" მონაწილეობას ღებულობს ასოცირებული პროფესორი დავით გეფერიძე.

 
სტუდენტთა და აბიტურიენტთა  კონფერენცია

სტუდენტთა და აბიტურიენტთა კონფერენცია

სტუდენტთა და აბიტურიენტთა კონფერენცია თემაზე: ადამიანის უფლებები და თავისუფლებების შინაარსი და მათი შიდასახელმწიფოებრივი და საერთაშორიო დაცვის მექანიზმები. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში სამეცნიერო ნაშრომების მიღება დაიწყო...

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ (შემდგომში - თჰუ) აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

 
გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!

გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე!

გამოცხადდა კონკურსი თჰუ ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანის პოზიციაზე. განცხადებების რეგისტრსციის ვადაა 2019 წლის 23 იანვრიდან - 2019 წლის 23 თებერვლამდე. დეკანად შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი ფაკულტეტის აკადემიური პერსონალიდან.

 
2019 წლის 22 იანვარს თჰუს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე

2019 წლის 22 იანვარს თჰუს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე

2019 წლის 22 იანვარს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტს ესტუმრა საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე - ბატონი გიორგი ბურჯანაძე. იგი შეხვდა სტუდენტებს და ჩაატარა საჯარო ლექცია თემაზე „ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები“. ბატონმა გიორგიმ ისაუბრა სახალხო დამცველის აუცილებლობასა და საჭიროებაზე დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში, მან სტუდენტებს სრულყოფილად გააცნო სახალხო დამცველის ინსტიტუტის მოწყობის საკითხები, ისაუბრა მის უფლებამოსილებაზე, სახალხო დამცველის შერჩევისა და დანიშვნის წესზე, ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დღეისათვის აქტუალურ პრობლემატურ საკითხებზე. ასევე მიმოიხილა საქართველოს საკონსტიტუციო და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკა.

 
შეიძინე ცოდნა  საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე  და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი!

შეიძინე ცოდნა საუკეთესო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტზე და გახდით საუკეთესო სტუდენტი! სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებრლო პროგრამა 2018 წლის დეკემბრიდან აკრედიტებულია 7 წლის ვადით უპირობოდ და ფინანსდება სახელმწიფო გრანტით; თქვენს მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტი გადმოგყვებათ ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში; ისარგებლეთ უნივერსიტეტში არსებული გრანტით, ფინანსური შეღავათებითა და სტიპენდიებით; გადაიხადეთ ინდივიდუალური გრაფიკით, მიიღეთ გარკვეული პირობების არსებობისას სხვადასხვა სახის შეღავათებით. დასაქმებული სტუდენტები, სპორცმენები და ხელოვანი ადამიანები ისარგებლებთ მოქნილი და თქვენთვის ხელსაყრელი გრაფიკითა და ხელშეწყობით; მიიღეთ ცოდნა საუკეთესო პროფესორებთან, უცხოელ ლექტორებთან, პრაქტიკოსებთან: მოქმედ მოსამართლეებთან პროკურორებთან, ადვოკატებთან; ისარგებლეთ შესანიშნავი ბიბლიოთეკით, უახლოესი ლიტერატურით და საერთაშორისო ბაზებით; მიიღეთ მონაწილეობა უცხოეთში გაცვლით პროგრამებსა და საზაფხულო სკოლებში; გაიარეთ პროფესიული პრაქტიკა სახელმწიფო დაწესებულებებში (მერია, სასამრთლო, პროკურატურა, ადვოკატურა, ნოტარიუსთა პალატა და სხვა;

 
საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები

2019 წლის 22 იანვარს 12 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერისტეტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილის გიორგი ბურჯანაძის საჯარო ლექცია - ადამიანის უფლებები და მათი დაცვის მექანიზმები.

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები