ავტორიზაცია

სტუდენტის კაბინეტი

პროფესორის კაბინეტი

 
განცხადებები
 
სიახლეები
 
ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტის დეკანის - პროფ. ნონა გელიტაშვილის ვიზიტი ბერლინის ტექნიკურ უნივერსიტეტში

ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკუტეტის დეკანი, პროფ. ნონა გელიტაშვილი 2018 წლის 6 და 7 დეკემბერს ვიზიტით იმყოფებოდა ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ტრენინგებისა და თანამშრომლობის ცენტრში (Technische Universität Berlin, Zentraleinrichtung Wissenschaftliche Weiterbildung und Kooperation). მან მონაწილეობა მიიღო კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში ჩატარებულ ვორკშოპებში. კურსი შეეხებოდა სასწავლო პროექტების წარმატებით დაგეგმვასა და განხორციელებას; კერძოდ, თუ როგორ უნდა მოხდეს პროექტების სწორად დაგეგმვა და წარმართვა, ყველა ეტაპის დროულად და ხარისხიანად შესრულება და მისი მონიტორინგი, გუნდური მუშაობის სასურველი მიმართულებით წარმართვა საუკეთესო შედეგის მისაღწევად, ასევე - შეფასების მეთოდოლოგიის სრულყოფა და სხვადასხვა აკადემიურ საფეხურზე მათი ერთნაირი წარმატებით გამოყენება. გარდა ამისა, ცენტრის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან პროფ. ნონა გელიტაშვილის შეხვედრისას გამოიკვეთა მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები, რაც შემდგომი მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენს.

 
14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა  ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა

14 დეკემბერს სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის პოპულარიზაცის მიზნით თჰუში საჯარო ლექცია გამართა ეკონომიკის დოქტორმა, პროფესორმა ნოდარ გრძელიშვილმა

საჯარო ლექციის მიზანს წარმოადგენდა სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცია. პროფესორმა ვრცლად ისაუბრა შემდეგ საკითხებზე: რელიგიური ტურიზმის ევოლუცია, მომლოცველობის ისტორიული ასპექტები, რელიგიური ტურიზმის გეოგრაფია, რელიგიური ტურიზმის სოციალურ-ეკონომიკური მნიშვნელობა, რელიგიური ტურიზმის სამართლებრივი ასპექტები, რელიგიური ტურიზმი და კულტურა, რელიგიური ტურიზმი სხვადასხვა რელიგიებში, რელიგიური ტურიზმის გავლენა რეგიონის განვითარებაზე, რელიგიური ტურიზმის უნიკალური შესაძლებლობები საქართველოში.

 
20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

20 დეკემბერს თჰუში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

20 დეკემბერს თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ტარდება ჯანდაცვის ფაკულტეტის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია: „მედიცინის აქტუალური საკითხები“. ყველა მონაწილე დაჯილდოვდება სერტიფიკატით.

 
ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა

ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა

ჯანდაცვის ფაკულტეტის პირველკურსელების მიერ ინგლისურ ენაში საპრეზენტაციო თემების წარდგენა.

 
სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თჰუში გაიმართება საჯარო ლექცია!

სტუდენტებში რელიგიური ტურიზმის მეტი პოპულარიზაცის მიზნით თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საჯარო ლექციას გამართავს ,,ტურიზმის და მენეჯმენტის აკადემიის’’ და მასთან არსებული ,,რელიგიური ტურიზმის განვითარების ცენტრის’’ ხელმძღვანელი, ეკონომიკის დოქტორი პროფესორი ნოდარ გრძელიშვილი. იგი ისაუბრებს ახლად გამოცემული სახელმძღვანელოს ,,რელიგიური ტურიზმი’’ შესახებ და მის მნიშვნელობაზე ამ მიმართულებით პროფესიონალი კადრების მომზადების საქმეში. წიგნი განკუთვნილია ბაკალავრის და მაგისტრატურის სტუდენტებისათვის.

 
სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!

სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით!

სსიპ ,,განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის" უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭოს 2018 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამასა და დიპლომირებული სტომატოლოგის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა აკრედიტაცია 7 წლის ვადით. თჰუ გილოცავთ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს და გისურვებთ წარმატებებს.

 
2018 წლის 8 დეკემბერს 16:00 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!

2018 წლის 8 დეკემბერს 16:00 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა!

2018 წლის 8 დეკემბერს 16:00 საათზე გაიმართება სამართლის ფაკულტეტის საბჭოს სხდომა. ფაკულტეტის საბჭოს წევრებისთვის დასწრება სავალდებულოა!

 
თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან

თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან

თჰუ-ს საუნივერსიტეტო კლინიკაში სტუდენტების მუშაობა პაციენტებთან

 
კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად!

შპს „ თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი“ აცხადებს ღია კონკურსს შემდეგი ვაკანტური აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

1 2 3 4 5 6 7 8 9 10 >>
 
სასარგებლო ბმულები