კვლევებისა და განვითარების ცენტრი
აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების ბიუჯეტის განსაზღვრას, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის პრიორიტეტების ყოველწლიურად განსაზღვრას, შესაბამისი ბიუჯეტის ფარგლებში; საგრანტო პროექტების მომზადებას, ადგილობრივი და საერთაშორისო საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიებას და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთათვის სამეცნიერო ფორუმების ჩატარების ორგანიზებას; აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის საერთაშორისო ინტერაქტიული ხასიათის სემინარების, კონფერენციებისა და ვორკშოპების ორგანიზებასა ან/და გამართვას; სამეცნიერო კონფერენციების ჩატარებას და მასში, როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების მონაწილეობის უზრუნველყოფას; სამეცნიერო დანიშნულების წიგნადი და ციფრული რესურსით უზრუნველყოფის მიზნით უნივერსიტეტის საბიბლიოთეკო ფონდების მონიტორინგსა და სრულყოფაზე/გაძლიერებაზე ორიენტირებული წინადადებების შემუშავებას; სხვა აქტივობების განხორციელებას, ყოველწლიურად განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების სამეცნიერო-კვლევითი აქტივობის გაძლიერებისა და ხელშეწყობისათვის, უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევითი თანამშრომლობის გაღრმავებისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებისათვის მოქმედებს სამეცნიერო კვლევების საბჭო და კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
2019-2025 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმაში ერთ-ერთი ამოცანაა კვლევის მხარდაჭერა და განვითარება, რომლის შესრულებისათვის დაგეგმილია შემდეგი ღონისძიებები:
2.4.1. კვლევის პრიორიტეტული მიმართულებების იდენტიფიცირება და მათი განვითარების შეფასება |
|
2.4.2. შიდა საგრანტო დაფინანსების სისტემის დანერგვა და განვითარება |
|
2.4.3. საუნივერსიტეტო და რეგიონული სტუდენტური კონფერენციების მოწყობა |
|
2.4.4. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას. |
|
2.4.5. უნივერსიტეტი მოიწვევს ცნობილ მეცნიერებს აქტუალურ საკითხებზე საჯარო ლექციების წასაკითხად და სამეცნიერო დისკუსიისთვის. |
|
2.4.6. უნივერსიტეტი განახლებად რეჟიმში მიაწოდებს ინფორმაციას აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს და სტუდენტებს სამეცნიერო ფონდების საგრანტო კონკურსების შესახებ. |
|
2.4.7. უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს აკადემიური და მოწვეული პერსონალის მონაწილეობას ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. |
|
2.4.8. უნივერსიტეტი ზრუნავს პერსონალის კვლევითი მუშაობის კომპეტენციების გაუმჯობესებაზე ტრენინგების, მასტერკლასების, ვორქშოპების ჩატარების გზით.
მათ შორის: |
|
2.4.9. ტრენინგები სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ |
|
2.4.10. ტრენინგები საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ |
|
დასახული გეგმისა და აქტივობების განხორციელების მიზნით უნივერსიტეტის სტრუქტურაში წარმოდგენილია კვლევებისა და განვითარების ცენტრი.
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის კვლევებისა და განვითარების ცენტრის დებულების ფარგლებში განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების სრულყოფილი უზრუნველყოფისათვის 2023-2024 წლებში განსახორციელებელი
სამოქმედო ღონისძიებების გეგმა:
1. უნივერსიტეტში ტრენინგების ჩატარება საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების თაობაზე (ყოველწლიურად არანაკლებ 1 ან 2 ტრენინგი);
2. უნივერსიტეტში ძირითადი მიმართულებების მიხედვით ყოველწლიურად მზარდი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების მხარდაჭერა;
3. ანტიპლაგიატის სპეციალური პროგრამის ეფექტურად გამოიყენება ყველა საჭირო სასწავლო დონეზე, მათ შორის სამეცნიერო საქმიანობაში;
4. სამეცნიერო მივლინებების დაფინანსებისა და მეცნიერთა მხარდაჭერის წინადადებების შემუშავება (ყოველწლიურად არანაკლებ 2 სამეცნიერო მივლინება/მხარდაჭერა);
5. ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციების, სიმპოზიუმების, კონგრესების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ხელშეწყობა (ყოველწლიურად არანაკლებ 1 შესაბამისი ღონისძიება);
6. აკადემიურ/მოწვეულ პერსონალს და სტუდენტებს სამეცნიერო ფონდების საგრანტო კონკურსების შესახებ არსებული ინფორმაციის მიწოდება;
7. ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში აფილირებული პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა;
8. სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებთან მუშაობის შესახებ შესაბამისი ტრენინგების ჩატარება (ტრენინგები საერთაშორისო მაღალი იმპაქტფაქტორის ჟურნალებში სამეცნიერო სტატიის გამოქვეყნების შესახებ);
9. ყოველწლიურად მზარდი სამეცნიერო პუბლიკაციების გამოქვეყნების მაჩვენებელლის გაზრდა;
10. მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის ეფექტური მხარდაჭერა.