ლია ქურხული
ასოცირებული პროფესორი
ფსიქოლოგიის დოქტორი, 1982-2004 წწ. მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მთავარ სპეციალისტად. ამჟამად არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ) სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების აფილირებული პროფესორი. 2011 წლიდან დღემდე საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2013 წლიდან დღემდე გ. თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი. 2017 წლიდან დღემდე თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის (თჰუ) ჰუმანიტარული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. მისი სამეცნიერო კვლევის სფეროა პიროვნების ფსიქო-სოციალური განვითარების კანონზომიერებები და თავისებურებები. არის 3 მონოგრაფიის და 3 სახელმძღვანელოს ავტორი. გამოქვეყნებული აქვს 20-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, მათ შორის ბავშვთა პიროვნებად ფორმირების, შფოთვიანობის, მათზე ძალადობის ფორმებისა და მათი დაძლევის პროფილაქტიკის და სხვადასხვა ფსიქოლოგიური ასპექტების შესახებ.