ირინე არჯევანიძე
პროფესორი
ფილოლოგიის აკადემიური დოქტორი. 1997 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სპეციალობა - ინგლისური ენა და ლიტრატურა. 2009 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო ფსიქოლოგიის მაგისტრის აკადემიური ხარისხი, სპეციალობა - კვლევის მეთოდები ფსიქოლოგიაში. 2017 წელს მოიპოვა ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 2002 წლიდან ეწევა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. გამოქვეყნებული აქვს 17 ნაშრომი როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ჟურნალებში. მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში ხელმძღვანელობს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.“ 2021 წლიდან თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ქართული ფილოლოგიის მიმართულებით.