ვალენტინა საყვარელიძე
პროფესორი
ფილოლოგიის დოქტორი, სლავური ფილოლოგიის პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის რექტორად და აკადემიური საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულია აკადემიური საბჭოს 2014 წლის 11 თებერვლის გადაწყვეტილებით, არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. ვალენტინა საყვარელიძემ 1976 წელს დაამთავრა ლენინგრადის საავიაციო ხელსაწყოთმშენებლობის ინსტიტუტი, სპეციალობით ავიახელსაწყოთმშენებლი, ხოლო 2000 წელს აკადემიკოს ე. თაყაიშვილის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ-ეკონომიკური ინსტიტუტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი, საერთაშორისო ჟურნალისტიკის სპეციალობით. გავლილი აქვს ტრენინგები ეკონომიკის სტატისტიკის და ინფორმატიკის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენის სტილისტიკისა და მეტყველების კულტურის სპეციალობით, ასევე E-LEARNING დისტანციური განათლების მიმართულებით. გამოქვეყნებული აქვს რუსული ენის სტილისტიკასა და მეტყველების კულტურის, ასევე რუსული ენის, როგორც უცხო ენის სწავლების მეთოდიკაში სამეცნიერო შრომები.