მანანა მათიაშვილი

მანანა მათიაშვილი

პროფესორი

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მთარგმნელი, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის აფილირებული პროფესორი, კავკასიის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი თარგმანმცოდნეობის მიმართულებით. სხვადასხვა დროს მუშაობდა ინგლისური ენისა და ლიტერატურის კათედრაზე თსუ სიღნაღის ფილიალსა და ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის უნივერსიტეტებში; თარგმნის საბავშვო ლიტერატურას, დრამატურგიასა და პოეზიას ინგლისური, ნორვეგიული და რუსული ენებიდან. არის თარგმანის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ გამოქვეყნებული 11 სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი თარგმანები და ლიტერატურული წერილები იბეჭდება თანამედროვე ქართულ და ინგლისურენოვან ლიტერატურულ გამოცემებსა და ინტერნეტჟურნალებში.