ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არის უნივერსიტეტის უმაღლესი ადმინისტრაციული მმართველი მატერიალური და ადამიანური რესურსების (თავისი კომპეტენციის ფარგლებში) სფეროში. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დამფუძნებლის წარდგინებით ამტკიცებს აკადემიური საბჭო.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის (ადმინისტრაციული სამსახურის) სტატუსი განისაზღვრება თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის (შემდგომში „თჰუ“) დებულებით.  უნივერსიტეტის ადმინისტრაცია (ადმინისტრაციული სამსახური) აერთიანებს შემდეგ მიმართულებებს:

ა) კანცელარია;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფა;

გ) ადამიანური რესურსების მართვა;

დ) მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფა;

ე) უსაფრთხო გარემო;

ვ) არქივი;

ზ) ბიბლიოთეკა;

 

ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი:

ედიშერ ჩოკორაია

ელ-ფოსტა: edichoko@gmail.com