ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური

თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური წარმოადგენს უნივერსიტეტის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრუქტურულ ერთეულს, რომლის მთავარი დანიშნულებაა უზრუნველყოს უნივერსიტეტში მიმდინარე ყველა პროცესის ხარისხიანად დაგეგმვა, განხორციელება, შეფასება და გაუმჯობესება. სამსახური ქმნის სისტემურ ჩარჩოს, რომელიც ემყარება როგორც საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას (ESG, IQM, ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის ჩარჩო-დოკუმენტები), ასევე ეროვნულ კანონმდებლობასა და უნივერსიტეტის სტრატეგიულ მიზნებს.
სამსახურის საქმიანობა მიმართულია ხარისხის კულტურის განმტკიცებისა და უწყვეტი განვითარებისაკენ, რაც გულისხმობს სტუდენტზე ორიენტირებულ გარემოს შექმნას, აკადემიური თავისუფლების დაცვასა და გამჭვირვალე, მონაწილეობით პროცესებზე დაფუძნებულ მართვას. ის უზრუნველყოფს PDCA (დაგეგმე–განახორციელე–შეამოწმე–იმოქმედე) ციკლის რეალიზებას უნივერსიტეტის ყველა მიმართულებაში: საგანმანათლებლო პროგრამების ხარისხის განვითარებაში, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ ზრდაში, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში, ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობაში, სტუდენტურ მხარდაჭერასა და სერვისებში, რესურსების ეფექტიან მართვასა და მთლიანად მმართველობით სისტემაში.
2013 წლიდან, უნივერსიტეტის ავტორიზაციის მიღების შემდეგ, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურმა ჩამოაყალიბა მტკიცე შიდა მექანიზმები, რომლებიც ეფუძნება კანონმდებლობას, ევროპულ სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკას. ამ მექანიზმების საშუალებით მუდმივად იზრდება აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიული განვითარება, რაც განაპირობებს სამსახურის მზარდ როლს უნივერსიტეტის მართვაში.
დღეს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური აღარ არის მხოლოდ აკრედიტაციისა და ავტორიზაციის პროცესის მხარდამჭერი სტრუქტურა, არამედ წარმოადგენს უნივერსიტეტის სტრატეგიული განვითარების ერთ-ერთ მთავარ განმსაზღვრელ ძალას, რომელიც ხელს უწყობს სწავლებისა და კვლევის ხარისხის ზრდას, რესურსების ეფექტიან მართვას და საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციას. ამ მიმართულებით მუშაობის საფუძველს წარმოადგენს თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებს და მიზნად ისახავს სწავლებისა და კვლევის ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებასა და სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნას.
უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური თანამშრომლობს ეროვნულ და საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში. სამსახურის უფროსს ნიშნავს რექტორი ბრძანებით, ხოლო ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია დამფუძნებლის, რექტორისა და აკადემიური საბჭოს წინაშე.
 

ხარისხის უზრუნველყოფის პოლიტიკა 

 

 

ნინო სეფაშვილი

ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი

quality@thu.edu.ge