საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ერთ-ერთი სტრუქტურული ერთეულია, რომლის ძირითადი მიზანია  ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საერთაშორისო სამეცნიერო და საგანმანათლებლო სივრცეში თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის როლის გაძლიერების გზით.

ამ მიმართულებით უნივერსიტეტის პრიორიტეტულ მიზნებს წარმოადგენს საერთაშორისო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა, ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალისა და სტუდენტთა გაცვლით პროექტებში მონაწილეობის გაზრდა და საერთაშორისო ქსელებში უნივერსიტეტის როლის გაძლიერება.

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობა მოიცავს რამდენიმე მიმართულებას:

• თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროგრამების ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა უნივერსიტეტსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების გზით;

• საზღვარგარეთის უმაღლეს საგანმანათლებლო და კვლევით ინსტიტუტებთან კავშირების დამყარება და თანამშრომლობის განვითარება;
• სტუდენტების, მკვლევრების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის ჩართვა საერთაშორისო მობილობის/გაცვლით პროექტებში. დახმარების გაწევა გაცვლითი კონკურსების პერიოდში და შემდგომ ეტაპებზე;
• უნივერსიტეტში მულტიკულტურული საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

 

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ანგარიში  

ინტერნაციონალიზაციის სამოქმედო გეგმა  

ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკა  

 

საერთაშორისო ურთიერთოების სამსახური

 +995 32 254 59 08

 international@thu.edu.ge