ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 – „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“ 30.07.2024

ქართულ-გერმანული საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2024 – „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა“

2024 წლის 19 ივლისიდან 25 ივლისის ჩათვლით, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი გერმანიის ქალაქ აშაფენბურგის ტექნიკურ უნივერსიტეტთან და თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტთან ერთად მასპინძლობდა ქართულ-გერმანულ საერთაშორისო საზაფხულო სკოლას: „ქართული მცირე და საშუალო საწარმოების განვითარების ხელშეწყობა.“

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის და თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ბიზნესის მიმართულების სტუდენტების კვალიფიკაციის ამაღლებას სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მეთოდებში. საზაფხულო სკოლის ამოსავალ წერტილს წარმოადგენდა Blue Ocean Strategy. აღნიშნულ მეთოდზე დაყრდნობით, საზაფხულო სკოლის ფარგლებში მოხდა სტრატეგიული მენეჯმენტის სხვადასხვა მიდგომების შესწავლა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს გერმანიიდან სტუმრობდნენ აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორები და სტუდენტები.

გერმანელ პროფესორებთან ერთად სტუდენტებს მენტორობას უწევდნენ ქართველი პროფესორები. საზაფხულო სკოლის ფარგლებში ლექციები წაიკითხეს როგორც აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის, ასევე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის პროფესორებმა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში მონაწილე სტუდენტებმა მოინახულეს ქართული საწარმოები: „შატო მუხრანი“, „ზედაზენი“ და „მეღვინეობა თეზი.“ მასპინძელმა კომპანიებმა მონაწილეებს გააცნეს მათი სამუშაო პროცესები, როგორიცაა პროდუქტის წარმოება და შენახვა, ექსპორტი, ურთიერთობა ინვესტორებთან და სტრატეგიული მენეჯმენტის ძირითადი მიმართულებები.

საზაფხულო სკოლა დასრულდა სტუდენტების პრეზენტაციებით, რომლებიც ეხებოდა „მეღვინეობა თეზი“-ს სტრატეგიული განვითარების მიდგომებს. პრეზენტაციების ფარგლებში, სტუდენტებმა წარმოადგინეს საკუთარი ხედვები და მეთოდები კომპანიის განვითარებასთან მიმართებით. დახურვის ცერემონიალს მონაწილეებთან, პროფესორებთან და პარტნიორი უნივერსიტეტების ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ „მეღვინეობა თეზი“-ს დამფუძნებლები, რომლებმაც სტუდენტებთან ერთად განიხილეს კომპანიის ზრდის და განვითარების სტრატეგიები.

საზაფხულო სკოლა სასწავლო კომპონენტის გარდა  მოიცავდა კულტურულ პროგრამას. ჩამოსულმა სტუმრებმა მასპინძელი უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან და მონაწილე სტუდენტებთან ერთად მოინახულეს როგორც დედაქალაქის, ასევე მცხეთის ღირსშესანიშნავი ადგილები.

სამივე პარტნიორი უნივერსიტეტის სახელით, საზაფხულო სკოლის საზეიმოდ დახურვის ცერემონიალზე, მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

საჯარო ლექცია თემაზე:  „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“ 11.11.2024

საჯარო ლექცია თემაზე: „თანამედროვე ევროპის კავშირის ფუნქციონირების სამართლებრივი ბაზის თაობაზე (სახელმწიფოთა გაწევრიანება/გასვლის სამართლებრივი პროცედურები)“

2024 წლის 12 ნოემბერს, 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართება სამართლის დოქტორის, პროფესორ დავით გეფერიძის საჯარო ლექცია თემაზ...

ვრცლად
თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი 29.04.2021

თჰუსა და ა(ა)იპ ჯეო ეკოლოჯისტ 2019-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი

თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტსა და ა(ა)იპ „ჯეო ეკოლოჯისტ 2019“ შორის გაფორმდა მემორანდუმი სამეცნიერო-კვლევით საქმი...

ვრცლად
IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია 16.03.2021

IV ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

გაცნობებთ, რომ  2021 წლის 10 სექტემბერს შედგება IV ეროვ...

ვრცლად