სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ. 04.08.2024

სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსზე www.hr.gov.ge -ის ვებგვერდის მეშვეობით 2-დან 8 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

სტაჟიორად შეიძლება მიღებული იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს ბაკალავრიატის დამამთავრებელ კურსზე; ან სწავლობს მაგისტრატურის საფეხურზე; ან დასრულებული აქვს ბაკალავრიატის ან მაგისტრატურის საფეხური 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.

შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრების (GPA) მაჩვენებელი და ქულათა სისტემა. გასაუბრებისას უპირატესობა მიენიჭებათ უმაღლესი მოსწრების კანდიდატებს. ამასთან, უწყებები სტრუქტურული ერთეულის შესაბამისად და სპეციფიკიდან გამომდინარე განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კანდიდატს არ ევალება საგანმანათლებლო დაწესებულებიდან ცნობის ან ქულათა მაჩვენებლის გამოთხოვა და ატვირთვა.

აუცილებელია, კანდიდატმა მიუთითოს საგანმანათლებლო დაწესებულება, პროფესია და მისი GPA ან/და ქულათა მაჩვენებელი. აღნიშნულ ინფორმაციას აპლიკანტის თანხმობის საფუძველზე, მის მიერ მითითებული საგანმანათლებლო დაწესებულებიდან შესაბამისი საჯარო უწყება გამოითხოვს. მხოლოდ უცხოენოვანი დიპლომის შემთხვევაში, მოუწევს კანდიდატს ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული ასლის ატვირთვა.

სტაჟირების მსურველმა უნდა წარადგინოს პირადობის მოწმობის ასლი, სამოტივაციო წერილი და ინფორმაცია სწავლის ეტაპის ან დასრულების და აკადემიური მოსწრების შესახებ. ამასთან, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, საგანმანათლებლო დაწესებულებიდან გამოითხოვოს შესაბამისი განათლების და აკადემიური მოსწრების ინფორმაცია/დოკუმენტები.

კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია.

საჯარო დაწესებულებების მასშტაბით 4-თვიან სტაჟირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან 3000-მდე მსურველი გაივლის.

კურსდამთავრებულთა ანაზღაურებადი სტაჟირების ბმული - https://hr.gov.ge/?vacancyNum=47

მსგავსი სიახლეები

ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში 25.06.2019

ტრენინგი: მედიცინის როლი ჩვენს ცხოვრებაში

2019 წლის 24 ივნისს თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვი...

ვრცლად
ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი  17.03.2023

ინტელექტუალურ-შემეცნებითი კონკურსი

2023 წლის 31 მარტს თბილისის ჰუმანიტა...

ვრცლად
საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით 29.09.2020

საინფორმაციო შეხვედრა შიდა გრანტებთან დაკავშირებით

ორშაბათს, 28 სექტემბერს ჩატარდა ონლაინ საინფორმაციო შეხვედრა თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის...

ვრცლად