არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი 14.08.2024

არ გამოტოვო ! „თბილისიმარათონი“ ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი

2024  წლის  22 სექტემბერს შპს „ჰაიდელბერგცემენტის“  ორგანიზებით თბილისის ცენტრალურ ქუჩებში გაიმართება ყოველწლიური მასშტაბური საერთაშორისო გარბენი„თბილისიმარათონი“ .

მარათონის საერთაშორისო მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება და სულ უფრო მეტი ადამიანი და კომპანია იღებს მასში მონაწილეობას.

ღონისძიება ტარდება თბილისის მერიის, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინიტროსა და გერმანიის საელჩოს პატრონაჟით.  იგი ემსახურება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას, სპორტისა და ჩვენი ქვეყნის ტურისტულ განვითარებას.

თბილისიმარათონი მოიცავს სამ გარბენს:

  • ნახევარმარათონს (21.097 კმ) - რეგისტრაციის საფასური - 50 ლარი;
  • 10 კილომეტრიან გარბენს - რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი;
  • ბავშვთა გარბენს (5-11 წლამდე -500მ და 12-15 წლამდე -1კმ) - რეგისტრაცია უფასოა.

რეგისტრაციიდან შემოსულ თანხას „ჰაიდელბერგცემენტი“ შერჩეულ ბენეფიცირს სრულად მოახმარს.

„თბილისიმარათონში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც სტუდეტებს, ასევე აკადემიურ პერსონალს, რაც ხაზს გაუსვამს კორპორატიულ ჩართულობას სოციალურ პროექტში. მარათონის თითოეული მონაწილე ავტომატურად ხდება ქველმოქმედი. 

მსგავსი სიახლეები

რექტორთა საბჭო 25.09.2025

რექტორთა საბჭო

2025 წლის 25 სექტემბერს განათლების, მეცნ...

ვრცლად
ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში 25.04.2021

ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში

2021 წლის 23 აპრილს, ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის ორგანიზებით,  ჩატარდა ბიზნესის მასტერკლასი Zoom-ში.

ვრცლად
სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები 09.04.2021

სლოვაკეთის რესპუბლიკის სასტიპენდიო პროგრამები

სლოვაკეთის ეროვნული სასტიპენდიო პროგრამა ხელს უწყობს საერთაშორისო სტუდენტების, დოქტორანტების, უნივერსიტეტის მასწავლებლების, მკვლევარებისა...

ვრცლად