სტუდენტთა და კურსდამთავრებულთა საყურადღებოდ! “შენი წარმატების გზა”
2024 წლის 26 სექტემბრეს 17:00-20:00 „თიბისი ბანკის“ ორგანიზებით, სტუდენტთა და კურსდამთავრებულთათვის თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”.
სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაიგონ მეტი ინფორმაცია სხვადასხვა პროფესიის შესახებ, გაიცნონ „თიბისი ბანკის“ წამყვან პოზიციებზე დასაქმებული პერსონალი, რათა გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება ბიზნესსამყაროში განვითარების მიზნით.
აქვე მიიღებთ საინტერესო შეთავაზებას არსებულ ვაკანსიებზე, კარიერული განვითარების კუთხით. დაინტერესების შემთხვევაში, ადგილზევე შეავსებთ განაცხადს და გახდებით თიბისის გუნდის წევრი.
ღონისძიებაზე დასწრება შეუძლიათ ბაკალავრიატის საფეხურის III-IV კურსის სტდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
დასწრება თავისუფალია..
ღონისძიების ჩატარების ადგილი:
თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციური სივრცე, IV სართული
რეგისტრაციის ბმული:
https://forms.office.com/pages/responsepage.aspx…
სტუდენტთა მხარდაჭერისა და კარიერული განვითარების სამსახური
გისურვებთ წარმატებას!
მსგავსი სიახლეები
შიდა საგრანტო პროექტი: ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა
თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში მიმდინარე საგრანტო პროექტის „ტექნოგენური ნარჩენებით დაბინძურებული წყლების კვლევა“...
ვრცლადონლაინ საჯარო ლექცია თემაზე - ციფრული მარკეტინგი პრაქტიკაში
2021 წლის 10 ივნისს, 20:00 თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტისა და კვლევებისა და განვ...
ვრცლადსაერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი. ისტორია, კულტურა და მოქალაქეობა“!
2024 წლის 17 მაისს, ბუქარესტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების ეროვნული უნივერსიტეტის ეკონომიკისა და სამართლის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია, ს...
ვრცლად
