პირველად საქართველოში: წარმატებით ჩატარდა SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი) 26.09.2024

პირველად საქართველოში: წარმატებით ჩატარდა SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის (SAP® S/4HANA ბიზნეს პროცესების ინტეგრაციის (TS410) კურსი)

თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის  ორგანიზებით, და აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) მხარდაჭერით, 14 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით, გაიმართა SAP-ის სერტიფიცირებული ტრენინგი სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და დამსაქმებლებისათვის.

SAP® არის საწარმოს პროგრამული უზრუნველყოფის წამყვანი პროვაიდერი, რომელიც ეხმარება კომპანიებსა და მთავრობებს მსოფლიოს მასშტაბით კლიენტებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში, პარტნიორებთან თანამშრომლობასა და ბიზნეს ოპერაციების ეფექტურობის ზრდაში.

დღეისათვის, SAP®-ს ჰყავს 335.000-ზე მეტი მომხმარებელი, მათ შორის მრავალი მსხვილი კორპორაციები და Dax-კომპანიები. SAP®-ს იყენებს დაახლოებით 12 მილიონი მომხმარებელი მთელს მსოფლიოში.

ტრენინგებს უძღვებოდა ტრენერი გერმანიიდან, ერნსტ შულთენი - SAP® S/4HANA-ს სერტიფიცირებული ტრენერი, რომელიც ამჟამად უძღვება 150-ზე მეტ კურსს უნივერსიტეტებსა და კომპანიებში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის აშშ-ში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში, შვეიცარიაში, ფინეთსა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.

სამივე პარტნიორი უნივერსიტეტის სახელით, SAP ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერთიფიკატები.

მსგავსი სიახლეები

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე 05.04.2024

მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე

საუკეთესო შეთავაზება თჰუ-ს სტუდენეტებს! მიიღეთ მონაწილეობა განათლების საერთაშორისო გამოფენაზე (საგანმანათლებლო ორგანიზაცია Edu-Guide.Ge) 2024 წლის 7 ა...

ვრცლად
თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში 16.02.2019

თჰუ ჩართულია გერმანიის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროექტში

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი შვიდ წამყვან უნივერსიტეტთან ერთად ჩართული არის გერმანიის განვი...

ვრცლად