სამუშაო შეხვედრა გერმანიის პარტნიორი უნივერსიტეტის წარმომადგენელთან და ახალი შეთანანხმება Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში
2024 წლის 20 სექტემბერს, თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ეკონომიკის, ბიზნესისა და მართვის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ნონა გელიტაშვილმა, და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა, ასოც. პროფესორმა გიორგი ხარშილაძემ უმასპინძლეს აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტის (გერმანია) საერთაშორისო ოფისისა და კარიერული სამსახურის ხელმძღვანელს - ერნსტ შულთენს.
ვიზიტის ფარგლებში, გაცნობითი სახის შეხვედრა შედგა თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან. შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა ისაუბრეს უნივერსიტეტებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე, დაიგეგმა კონკრეტული აქტივობები სამომავლო პროექტების თაობაზე და შედგა შეთანხმება 2025 წლის Erasmus+ Kay Action 1 კრედიტ მობილობის ფარგლებში განსახორციელებელ გაცვლით პროგრამებზე.
აშაფენბურგის ტექნიკური უნივერსიტეტი თბილისის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის სტრატეგიული მნიშვნელობის პარტნიორია გერმანიაში. უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ითვალისწინებს აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის მობილობას კვლევისა და სწავლების კომპონენტის ფარგლებში.
მსგავსი სიახლეები
განათლების საერთაშორისო გამოფენა 22-23 თებერვალი
თბილისის ჰუმანიტარულმა სასწავლო უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო 22 და 23 თებერვალს, საგამოფენო ცენტრ ექსპო...
ვრცლად2018 წლის 25-29 ივლისს, ხორციელდება საზაფხულო ბანაკი!
კერძო უმაღლესი სასწავლებლების ასოციაციის ორგანიზებით და ქ.თბილისის მერიის
ვრცლადვიზიტი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში
2014 წლის 20 მარტს სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს თბილისის ჰუმანიტ...
ვრცლად
