„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“ 04.11.2024

„ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024“

2024 წლის 22-23 ოქტომბერს „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“  ჩატარდა „ტურიზმისა და ბიზნესის საერთაშორისო ფორუმი 2024.“ 
ფორუმში მონაწილოება მიიღო გალფის ქვეყნებიდან 90-მა დელეგატმა, შპს „აია ედუქეიშენის“ დაფუძნებას მიეძღვნა პრეზენტაცია რომლის მიზანია სასწავლო პროგრამის ფარგლებში,  საერთაშორისო სტუდენტების ჩამოყვანა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

ღონისძიებაზე გაიმართა  პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები. ფორუმმა ნამდვილად შექმნა კომუნიკაციის პლატფორმის ახალი შესაძლებლობები, აღნიშნულ ფორუმში მონაწილეობა მიიღო თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმაც,  შპს „აია ედუქეიშენის“ თანამშრომლებს შეხვდნენ თჰუ-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი  გიორგი ხარშილაძე და კვლევებისა და განვითარების სამსახურის სპეციალისტი მაია მელაძე. 
შეხვედრის ფარგლებში დაისახა ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები. უახლოეს პერიოდში თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტი უმასპინძლებს აღნიშნული ორგანიზაციის წარმომადგენლებს.
 

მსგავსი სიახლეები

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა. 10.10.2025

საერთაშორისო ელექტრონულ ბაზებთან წვდომა.

თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით, უნი...

ვრცლად
2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება 14.11.2019

2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება

2019 წლის 22 ნომბერს გაიმართება თჰუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის საერთო კრება,  სადაც განხილული ...

ვრცლად