პრეზენტაცია თემაზე:  „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“ 19.11.2024

პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“

2024 წლის 20 ნოემბერს 12:00 სთ-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა სტუდენტებთან და აკადემიურ/ადმინისტრაციულ პერსონალთან.

შეხვედრის მიზანია სტუდენტთა და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალის ინფორმირება საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის საქმიანობისა და სამოქმედო გეგმის განხორციელების შესახებ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება პრეზენტაცია თემაზე: „საერთაშორისო მობილობა, როგორც ინტერნაციონალიზიციის მთავარი მექანიზმი“.

საერთაშორისო მობილობა გახლავთ თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების ინტერნაციონალიზაციის უზრუნველყოფის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი და იგი გულისხმობს:

ა) თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტის სტუდენტებისა და  აკადემიური თუ ადმინისტრაციული პერსონალის სწავლა-სწავლების ან ტრენინგების გავლის მიზნით გარკვეული პერიოდით საზღვარგარეთის უნივერსიტეტში მოღვაწეობას, ან პირიქით,

ბ) უცხოური უნივერსიტეტებიდან თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში დროებითი სასწავლო თუ სამუშაო გამოცდილების მიღებას.

შეხვედრის ორგანიზატორების მხრიდან  ასევე გაზიარებული იქნება ინფორმაცია უცხოეთში გაცვლითი პროგრამებისა და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.

გთხოვთ დაესწროთ შეხვედრას

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

მსგავსი სიახლეები

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ! 29.04.2021

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტთა, კურსდამთავრებულთა და აკდემიური პერსონალის საყურადღებოდ!

ეროვნულ უმცირესობათა ინტეგრაციის მიმართულებით არსებული გამოწვევებისა და სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობ...

ვრცლად
DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote 15.03.2021

DAAD-ის ვირტუალური გამოფენა - Deutschsprachige Studienangebote

DAAD-ის ორგანიზებით 24 მარტს 12:00-15:00 სთ, 18:00-21:00 სთ (თბილისის დროით) გა...

ვრცლად