შეხვედრა კვლევებისა და განვითარების ცენტრთან! (2024 წლის ანგარიშის მოსმენა)
2024 წლის 24 დეკემბერს, 13.00-ზე თბილისის ჰუმანიტარულ სასწავლო უნივერსიტეტში კვლევებისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა უნივერსიტეტის აკადემიურ და მოწვეულ პერსონალთან.
შეხვედრაზე, კვლევებისა და განვითარების ცენტრის სპეციალისტმა, ასოცირებულმა პროფესორმა მაია მელაძემ დამსწრე საზოგადოებას წარუდგინა 2024 წლის ანგარიში, გაწეული საქმიანობის შესახებ, ხოლო ცენტრის 2025 წლის სამოქმედო გეგმის თაობაზე ისაუბრა აღნიშნული სამსახურის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა დავით გეფერიძემ.
შეხვედრის დასასრულს შედგა საინტერესო დიალოგი, ცალკეულ პერსონალთან კი გაიმართა ინდივიდუალური კონსულტაციები.
მსგავსი სიახლეები
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობას
თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს და გაცნობებთ, რომ 23 ნოემბერი დასვენების დღეა!
ვრცლადსაჯარო ლექცია, თემაზე - „როგორ გავხდე ადვოკატი“
2026 წლის 16 ივნისს 15:00 საათზე თბილისის ჰუმანიტარულ უნივერსიტეტში სამართლის, ბიზნესის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებისთვი...
ვრცლად
